ისტორია-მეცნიერება,რომელიც საზოგადოების განვითარებას შეისწავლის.სიტყვა ისტორია ბერძნულად თხრობას,რაიმეს მოთხრობას ნიშნავს.საქართველოში ისტორიის შესატყვისად იხმარებოდა მატიანე ან ცხოვრება.პირველად სიტყვა ისტორია გვხვდება თამარის ისტორიკოსთან,რომელიც ავტორია ,,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის".
1837-1907 |
თუ რას სწავლობს საქართველოს ისტორია და რა როლი აქვს მას ერის ცხოვრებაში ამაზე ილია ჭავჭავაძე ამბობდა: ,,როგორც კაცად არ იხსენიება ის მაწანწალა ბოგანა,ვისაც აღარ ახსოვს ვინ არის,საიდამ მოდის და სად მიდის,ისე ერად სახსენებელი არ არის იგი,რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს.რა არის ისტორია?იგია მთხრობელი მისი თუ,რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეტ კვლავაც.ისტორია თავის გულის-ფიცარზედ იჭდევს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაჭდევითა,როგორც სარკე,გვიჩვენებს იმ ღონეს და საგზალს,რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისათვის და გაძლიერებისათვის...ერის პირქვე დამხობა,გათახსირება,გაწყალება იქამდე დაიწყება,როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს,როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა,თავისის ყოფილის ცხოვრებისა,დავიწყება ისტორიისა,თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა,დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა.წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი,როგორც აწმყო-მომავლისა...ხალხი...რომელმაც არ იციან ვინ არის,რისთვის არის საიდამ მოდის და სად მიდის...ბევრად აარ გამოირჩევა პირუტყვისაგან...შვილმა უნდა იცოდეს,სად და რაზედ გაჩერდა მამა,რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა.შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს,რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა,რაში იყო შემცდარი...რა უმართავდა ხელს,რა აბრკოლებდა,რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა,და რისთვის და რაში უქმობდა".
საქართველოს ისტორიის ცოდნის გარეშე შეუძლებელია ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება,მისი შენარჩუნება და გაძლერება.ეროვნული ცნობიერების გარეშე კი წარმოუდგენელია ეროვნული სახელმწიფოებრიობა.
ქართველ ერს მისი ისტორიის დასაწყისიდანვე ჰქონდა ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთან და სახელმწიფოსთან.საქართველო აღმოსავლეთის და დასავლეთის,ჩრდილოეთის და სამხრეთის სამყაროთა მიჯნაზე მდებარეობდა,ამიტომ მასზე ზეგავლენას ახდენდა მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.ქართველი ერი სახელმწიფოებრიობას იცავდა კავკასიის გეოპოლიტიკურ რეგიონში დაპირისპირებულ დიდ იმპერიებთან ჭიდილში.ამ ყველაფერმა კი განსაზღვრა მისი ისტორიის თავისებურებანი.
No comments:
Post a Comment