Thursday, 23 July 2015

პირველყოფილი საზოგადოება-ქვის ხანა

დმანისის ნაქალაქარი
   სამხრეთ კავკასიაში ხელსაყრელი ბუნებრივი პირობები უნდა ყოფილიყო პირველყოფილი ადამიანის ცხოვრებისათვის.დმანისში აღმოჩენილია  ადამიანის ჩონჩხის ფრაგმენტები,რომელიც უძველესია მთელს ევრაზიაში.იგი 1 600 000-1 800 000 წლის წინანდელია.უფრო ძველი ჩონჩხები აფრიკაშია ნაპოვნი.აფრიკა კი ის რეგიონია სადაც ხდებოდა ადამიანის ჩამოყალიბება.შეიძლება ითქვას რომ დმანისელი ადამიანი ევრაზიის უძველესი მოსახლე იყო.პირველყოფილი ადამიანის ძირითადი იარაღი ქვა იყო.იგი იყენებდა ჯოხსა და ძვლის ნატეხებსაც.კაცობრიობის ისტორიის იმ პერიოდს,როდესაც ძირითადი იარაღი ქვა იყო ეწოდება ქვის ხანა.ქვის ხანა იყოფა სამ პერიოდად:პალეოლითი(ძველი ქვის ხანა),მეზოლითი(შუა ქვის ხანა),ნეოლითი(ახალი ქვის ხანა).თავის მხრივ, პალეოლითი იყოფა:ქვედა,შუა და ზედა პალეოლითად.
  ქვედა პალეოლითი ყველაზე ხანგრძლივი ხანაა.იმდროინდელი ნასახლარებია:დმანისში,კაცხში,ლაშებალთაში,ჭიქიანის მთაზე.ერთ ერთი მნიშვნელოვანი ძეგლია წოფის ნასახლარი.ამ დროს ადამიანი იკავებს მაღალმთიან ზოლსაც.კუდაროს გამოქვაბულები მდებარეობს ზღვის დონიდან 1600 მეტრზე,ხოლო წონასი-2100 მეტრზე.ჯავახეთის ზეგანზე აღმოჩენილი ღია სადგომი ზღვის დონიდან 2400 მეტრზეა.
  ბუნებრივია ქვის მარტივი იარაღით მარტო ვერ შეზლებდა ადამიანი არსებობას.იმისთვის,რომ ეარსება,აუცილებელი იყო სხვა ადამიანებთან გაერთიანება.პირველყოფილი ადამიანები პატარ-პატარა ჯგუფებად ცხოვრობდნენ,რომლებიც 20-30 კაცისაგან შედგებოდა.ასე შეიქმნა პირველყოფილი ჯოგი,რომლის საქმიანობაც ნადირობა და შემგროვებლობა იყო,ქვისგან დამზადებული იარაღი კი ძალიან მარტივი და პრიმიტიული:ხელცულები,საფხეკები და წვეტანები იყო.დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ცეცხლის გამოყენებასაც,მასზე შემწვარი ხორცი ხელს უწყობდა ადამიანის გონებრივ  და ფიზიკურ განვითარებას.
ხელცულები,საფხეკები,წვეტანები
  ქვედა პალეოლითის ბოლოსა და ზედა პალეოლითის დასაწყისში,მომხდარი გლობალური გამყინვარების გამო,კავკასიაში აცივდა.გამყინვარებამ გავლენა იქონია ფლორაზე.შეიცვალა ადამიანის ცხოვრების პირობები  და ჩვენი წინაპრები იძულებული გახდნენ მაღალმთიანი ზოლიდან ბარში ჩამოსულიყვნენ.უპირატესად  იმ ადგილებში სადაც ბუნებრივი თავშესაფრები არსებობდა.ადამიანის სადგომები აღმოჩენილია:დევის ხვრელში,საკაჟიაში,საგვარჯილეში,მღვიმევში,სამერცხლე კლდეში,სამელე კლდეში და სხვა.

საგვარჯილე
საკაჟია
  ზედა პალეოლითი დაიწყო 40-35 ათასი და დამთავრდა 12-10 ათასი წლის წინათ.ამ დროს აღმოსავლეთ საქართველოში ადამიანი გაცილებით უფრო სუსტად იყო ათვისებული.ადამიანი,ძირითადად,დასავლეთ საქართველოში,უპირატესად თანდათან მდინარეების,რიონისა და ყვირილას აუზში ცხოვრობდა.თანდათან იხვეწებოდა ქვის დამუშავების ტექნიკა.ჩნდებოდა ახალი იარაღები:საფხეკები,საჭრისები,დანები,ფართოდა გამოიყენებოდა ძვლისა და რქის იარაღები.იარაღები მზადდებოდა ოფსიდიანისაგან.
  თავად ადამიანის საზოგადოებრივი ცხოვრების წესიც იცვლებოდა.ჩნდება სისხლით ნათესაობა.ერთიანდებიან ნათესავები,ერთი გვარის წარმომადგენლები.პირველყოფილი ჯოგი ადგილს უთმობს გვაროვნულ თემს.გვარში წამყავნი როლი ქალს ეკუთვნოდა და ნათესაობაც დედის მხრიდან გადადიოდა.ამას განაპირობებდა:ოჯახის არარსებობა,შემგროვებლურ მეურნეობაში ქალის წამყვანი როლი.სანადიროდ წასული მამაკაცები შეიძლება რამდენიმე დღე არ დაბრუნებულიყვნენ და ამ დროს ყველაპერს ქალები აკეთებდნენ.მათი საქმიანობა უფრო ეფექტური იყო რადგან ტყეში ნაყოფის მოძებნა ყოველთვის შეიძლებოდა,ნადირობისას კი მამაკაცს შეიძლება ხელი მოსცარვოდა.კაცობრიობის ისტორიაში ამ პერიოდს მატრიარქატული ანუ დედამთავრული გვარი ეწოდება.უკვე პალეოლითის ხანაში ჩნდება პირველი რელიგიური წარმოდგენები. ისინი ძალიან მარტივი იყო და ბუნებრივ მოვლენებს უკავშირდებოდა.გამოითქვა მოსაზრება,რომ კავკასიაში გავრცელებული იყო დათვის კულტი.ზოგიერთ გამოქვაბულში დათვის თავის ქალები გამორჩეულ ადგილზე ელაგა.ამავე პერიოდში ისახება ხელოვნებაც.ადამიანი იწყებს პრიმიტიულ ხატვას,ძერწვას.
  კავკასიის პალეოლითური ძეგლები ყველაზე ახლოს აღლო აღმოსავლეთის კულტურულ ძეგლებთანა.
  ზედა პალეოლითის შემდეგ იწყება მეზოლითის ხანა,რომელიც 8-6 ათასი წლის წინ დამთავრდა.მეზოლითის დროს ყალიბდება ის გეოგრაფიული გარემო და ლანდშაფტი,რომელიც დღეს არსებობს.კავკასიაში იწყება დათბობა,რაც ადამიანის განსახლების არეალის გაფართოვებას ხელს უწყობდა და კვლავ მიმდინარეობდა მთის ზოლის ათვისება.
  მეზოლითს აგრძელებს ნეოლითის ხანა.სწორედ ამ დროს იწყება მწარმოებლური მეურნეობის განვითარება,საფუძველი ეყრება მიწათმოქმედებას და მეურნეობას.ადამიანი უკვე მეტ-ნაკლებად უზრუნველყოფილი ხდება საკვებით და აღარაა დამოკიდებული შემთხვევითობაზე.მიწას ამუშავებენ ქვის თოხით,ხის საჩიჩქნით და რქით.მოსავლის აღებისას იყენებენ კაჟისაგან დამზადებულ ნამგლის პირებს.სავარაუდოდ მოჰყავდათ ფეთვი,ხორბალი და ქერი.მიწათმოქმედებამ განაპირობა ბინადარ ცხოვრებაზე გადასვლა და გაჩნდა  სოფლის ტიპის სამოსახლოები.იწყება პრიმიტიული სამოსახლოების აგება.კიდევ უფრო უმჯობესდება ქვის დამუშავება და შესაძლებელია უკვე ქვის გახვრეტა,გახერხვა,გაპრიალება და გახეხვა.საფუძველი ეყრება მეთუნეობას და კიდევ უფრო ვითარდება სამეთუნეო დაზგის გამოგონებსი შემდეგ.იწყება თიხის ჭურჭლის გამოყენება.ადამიანმა ისწავლა რთვა და ქსოვა.მეურნეობის და საარსებო პირობების განვითარება-გაუმჯობესება მოსახლეობის ზრდას იწვევდა და ადამიანები სულ უფრო მეტ ტერიტორიებზე სახლდებოდნენ.
  ნეოლითური ხანის ძეგლები ძირითადად დასავლეთ საქართველოშია და გვხვდება:ხუცუბანში,ანასეულში,კისტრიკაში,ქობულეთში,თეთრამიწაში,აპიანჩაში და მახვილაურში.აღმოსავლეთ საქართველოში ადამიანი ინტენსიურად სახლდება ნეოლითის ბოლო ეტაპზე,როცა ადრესამიწადმოქმედო კულტურის განვითარება იწყება,ეს იგივეა რაც შულავერ-შომუთეფეს კულტურა.

ისტორია როგორც მეცნიერება

  ისტორია-მეცნიერება,რომელიც საზოგადოების განვითარებას შეისწავლის.სიტყვა ისტორია ბერძნულად თხრობას,რაიმეს მოთხრობას ნიშნავს.საქართველოში ისტორიის შესატყვისად იხმარებოდა მატიანე ან ცხოვრება.პირველად სიტყვა ისტორია გვხვდება თამარის ისტორიკოსთან,რომელიც ავტორია ,,ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანის". 
1837-1907
  თუ რას სწავლობს საქართველოს ისტორია და რა როლი აქვს მას ერის ცხოვრებაში ამაზე ილია ჭავჭავაძე ამბობდა: ,,როგორც კაცად არ იხსენიება ის მაწანწალა ბოგანა,ვისაც აღარ ახსოვს ვინ არის,საიდამ მოდის და სად მიდის,ისე ერად სახსენებელი არ არის იგი,რომელსაც ღმერთი გასწყრომია და თავისი ისტორია არ ახსოვს.რა არის ისტორია?იგია მთხრობელი მისი თუ,რანი ვართ და რად შესაძლოა ვიყვნეტ კვლავაც.ისტორია თავის გულის-ფიცარზედ იჭდევს მარტო სულისა და გულის მოძრაობას ერისას და ამ დაჭდევითა,როგორც სარკე,გვიჩვენებს იმ ღონეს და საგზალს,რომელიც მომადლებული აქვს ამა თუ იმ ერსა დღეგრძელობისათვის და გაძლიერებისათვის...ერის პირქვე დამხობა,გათახსირება,გაწყალება იქამდე დაიწყება,როცა იგი თავის ისტორიას ივიწყებს,როცა მას ხსოვნა ეკარგება თავისის წარსულისა,თავისის ყოფილის ცხოვრებისა,დავიწყება ისტორიისა,თავისის წარსულისა და ყოფილის ცხოვრების აღმოფხვრა ხსოვნისაგან მომასწავებელია ერის სულით და ხორცით მოშლისა,დარღვევისა და მთლად წარწყმედისაცა.წარსული მკვიდრი საძირკველია აწმყოსი,როგორც აწმყო-მომავლისა...ხალხი...რომელმაც არ იციან ვინ არის,რისთვის არის საიდამ მოდის და სად მიდის...ბევრად აარ გამოირჩევა პირუტყვისაგან...შვილმა უნდა იცოდეს,სად და რაზედ გაჩერდა მამა,რომ იქიდამ დაიწყოს ცხოვრების უღელის წევა.შვილს უნდა გამორკვეული ჰქონდეს,რაში იყო მართალი და კარგი მისი მამა,რაში იყო შემცდარი...რა უმართავდა ხელს,რა აბრკოლებდა,რისთვის ირჯებოდა და მხნეობდა,და რისთვის და რაში უქმობდა".

  საქართველოს ისტორიის ცოდნის გარეშე შეუძლებელია ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბება,მისი შენარჩუნება და გაძლერება.ეროვნული ცნობიერების გარეშე კი წარმოუდგენელია ეროვნული სახელმწიფოებრიობა. 

 ქართველ ერს მისი ისტორიის დასაწყისიდანვე ჰქონდა ურთიერთობა მსოფლიოს სხვადასხვა ხალხთან და სახელმწიფოსთან.საქართველო აღმოსავლეთის და დასავლეთის,ჩრდილოეთის და სამხრეთის სამყაროთა მიჯნაზე მდებარეობდა,ამიტომ მასზე ზეგავლენას ახდენდა  მსოფლიოში მიმდინარე პროცესები.ქართველი ერი სახელმწიფოებრიობას იცავდა  კავკასიის გეოპოლიტიკურ რეგიონში დაპირისპირებულ დიდ იმპერიებთან ჭიდილში.ამ ყველაფერმა კი განსაზღვრა მისი ისტორიის თავისებურებანი.